სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაევს, რუსმა ოკუპანტებმა შვიდი რაკეტა ესროლეს – ამის შესახებ განაცხადა უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა თავის Telegram არხზე.
CNN წერს, რომ კიმი ადგილობრივ მოსავალს ამოწმებდა, როდესაც თავდასხმა მოხდა.
„რაიონში შემოწმება შევწყვიტე. ვბრუნდები ქალაქში. ქალაქს შვიდი რაკეტით მოხვდა“, – წერს ის.
ქალაქის მერის ალექსანდრე სიენკევიჩის თქმით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
„ამ დროისთვის ჩვენ ვიცით დაზარალებული ორი კერძო საწარმოს შესახებ. სადაც საწვავი და საპოხი მასალა იყო. ერთ-ერთ საწარმოში რაკეტის მოხვედრის გამო, საწვავი და საპოხი მასალები დაიწვა და ახლა მთელი ქალაქი შავი კვამლითაა დაფარული. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ“. – თქვა სიენკევიჩმა.
მერის თქმით, აფეთქების შედეგად, ასევე დაზიანდა სკოლა და ხუთსართულიანი შენობა, რომელთა მინები ჩამსხვრეულია.
„ჩვენ, ასევე მივიღეთ ინფორმაცია დაზიანებული ოთხი კერძო სახლის შესახებ“, – დასძინა მან.
ავტორი