მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია სუმის ოლქშიც შეფერხდა – რუსი ოკუპანტები მწვანე კორიდორის დაბომბვას აგრძელებენ. ინფორმაციას Unian-ის კორესპონდენტი ავრცელებს.
როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ქალაქგარეთ ბრძოლა მიმდინარეობს.
გამოცემის ცნობით, ოკუპანტები უკრაინელებს ტანკებითა და ტყვიამფრქვევებით უტევენ. ტრანსპორტი ქალაქში ბრუნდება, მოსახლეობა, რომელიც ქალაქიდან გასვლას აპირებდა, სუმში ფეხით ჩემოდნებითა და პირადი ნივთებით უკან მოდიან.
როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო ბრძოლის მომენტი იმ დროს, როდესაც რომენსკაიას ქუჩაზე საევაკუაციო კოლონა დგებოდა, ამ დროს კი დაიწყო სროლა.
Unian-ის ცნობით, საევაკუაციო ავტობუსები, რომლებსაც საქარე მინაზე წარწერა “ბავშვები” აქვს, ადგილობრივი საზოგაოდებრივი ტრანსპორტის სადგომზეა გადაყვანილი.
მანამდე, ქალაქ მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის გავლით მოქალაქეთა ევაკუაცია შეწყდა. რუსულმა სამხედროებმა უშუალოდ ჰუმანიტარულ დერეფანზე შეტევა დაიწყეს და მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ შეხვედრაზე ჰუმანიტარული კორიდორის ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით გარკვეული პოზიტიური წინსვლები იყო.
ჰუმანიტარული დერეფნებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი 3 მარტის შეხვედრაზეც განიხილეს. რუსეთმა სიჩუმის რეჟიმი 5 მარტს გამოაცხადა, თუმცა უკრაინელი თანამდებობის პირების ინფორმაციით, ოკუპანტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ჰუმანიტარულ დერეფნები დაბომბეს, რის გამოც ხალხის ევაკუაცია შეჩერდა.
[sexy_author_bio]