ჟიტომირის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 160 წლის წინ აგებული ეკლესია დაანგრიეს. ამის შესახებ unian წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურულ მონუმენტს ოკუპანტების 7 მარტს, გამთენიისას დაესხნენ თავს.
unian წერს, რომ აქტივისტმა ოლგა რუტკოვსკაიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ჟიტომირის ოლქს რუსი ოკუპანტები თავს საჰაერო სივრციდან დაესხნენ. თავდასმის შედეგად რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი განადგურდა.
“უკრაინელი ერის გენოციდი მოქმედებაშია… ხის ეკლესია, ქვის საძირკველზე, დიდებულად იდგა მდინარე ჟრევის წყნარ ნაპირზე. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი, უსაფრთხოების ნომერი 108”,- განაცხადა რუტკოვსკაიამ.
ჟიტომირის ოლქის სოფელ ვიაზოვკაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი 1862 წელს ააგეს. ჯერ-ჯერობით უცნობია შესაძლებელია თუ არა ისტორიული ძეგლის აღდგენა, თუმცა როგორც ფოტოზე ჩანს, ხის კონსტრუქცია მთლიანად განადგურებულია.