რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინის ქალაქ ჟიტომირში, საჰაერო თავდასხმისას სკოლის შენობა დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს გაავრცელა.
“რუსებმა ქალაქ ჟიტომირზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. არიან თუ არა დაჭრილები და გარდაცვლილები, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. ფაქტია, რომ სკოლის შენობის ნახევარი სრულად განადგურდა. სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს” – ამბობს ქალაქის მერი.
ადგილზე უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს. ამ დროისთვის, შენობიდან 5 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
სკოლა ქალაქის ცენტრში, მერიისა და საოლქო სამტავრობო ადმინისტრაციის შენობებთან ახლოს მდებაროებს.
[sexy_author_bio]