რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ დონეცკში საავადმყოფო დაიბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ოკუპირებულ დონეცკში რუსი სამხედროების ქმედებების შედეგად, დაიბომბა საავადმყოფო,დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 10.
“უგლდარში, რუსმპა ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. მათი ბომბები მოხვდა ადგილობრივ საავადმყოფოს. დაშავებულებს შორის 6 მედიკოსია. დაშავებულების მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა” – წერს Facebook-ზე პაველ კირილენკო.
[sexy_author_bio]