ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ისევ დაძაბულობაა. მობილიზებულია სპეცრაზმის დამატებითი ჯგუფები.
თეთრი ხმაურის მოძრაობის აქციას ნეოფაშისტური ჯგუფები კონტრაქციით დაუპირისპირდნენ. კონტრაქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რუსთაველის გამზირი “თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტებისგან უნდა გაწმინდონ, რომლებმაც, მათი შეფასებით, 9 აპრილის მემორიალი შეურაცხყვეს.
რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს, სადაც კლუბებში „გალერი“ და „ბასიანი“, ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.