მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები უკვე შეიკრიბნენ. ისინი რუსთაველის გამზირზე ცოცხალი ჯაჭვისთვის ემზადებიან.
სტიკერები რომელზეც პუტინი და ივანიშვილი არიან გამოსახული რუსთაველის გამზირიდან ფილარმონიამდეა დაკრული.
“გაბრაზებული ამომრჩეველი მოპარულ არჩევნებს აპროტესტებს. მაიკ პომპეომ უნდა გაიგოს, რომ ოლიგარქმა არჩევნები მიიტაცა”, _ ამბობენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის აშშ-ის სახელმწიფო მდივანო პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკვე შეხვდა. ამ წუთებში კი ის პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება.
პომპეოს ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება. საქართველოდან სახელმწიფო მდივანი ისრაელს ეწვევა.