ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის უფლება არ მისცეს, რამაც სარალიძე გააღიზიანა და სამართალდამცველებს ფიზიკურად გაუსწორდა.
ამის შესახებ ვიდეო მასალას Imedinews.ge ავრცელებს.
ამ დროისთვის უცნობია სად წაიყვანეს დაკავებული სარალიძე და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისას მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე უკვე რამდენიმე კვირაა პარლამენტის შენობასთან პროტესტს მართავს.
მან აქამდეც რამდენჯერმე რუსთაველზე კარვის გაშლაც სცადა, თუმცა ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.