პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს ნიკა მელიამ მიმართა.
,,მოგვიწევს არაერთხელ შეკრება სხვადასხვა ფორმატში და არამხოლოდ რუსთაველის გამზირი იქნება შეკრების ადგილი. ახლა, ბევრი ჩვენი მეგობარი, ბევრი თქვენგანი სხვადასხვა ქალაქიდან ხართ ჩამოსულ და უნდა დაბრუნდეთ 22:00 საათამდე, ვიდრე ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება.
ხვალ, ზეგ, თქვენ შეგატყობინებთ ზუსტ თარიღს, იქნება ეს 17 ნოემბერი, თუ 18 ნოემბერი, დღე, როცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში, მასთან ერთად იქნება მსოფლიო საერთაშორისო მედია წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი თავყრილობა ცნობილი გახდეს მსოფლიოსთვის.
ჩვენ ჭკუით, პრაგმატულობით და რაციონალიზმით უნდა დავამარცხოთ რეჟიმი, ასე იყო და ასე იქნება!“, – განაცხადა ნიკა მელიამ.