შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, “რუსთავი 2-ში” მომხდარი ხანძრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ხანძარი „რუსთავი 2“-ის შენობაში ლოკალიზებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი „რუსთავი 2“-ის შენობის საწყობის ტიპის ფართს გაუჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, დამწვარია 40 კვ.მ-ზე მეტი ფართობი.