რუსთავში, 40 საარჩევნო უბანზე დათვლილი ხმების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პირველ ადგილს, გრიგოლ ვაშაძე 10 222 ხმით, ხოლო მეორე ადგილს სალომე ზურაბიშვილი 5093 ხმით იკავებს.
როგორც ცნობილია, წელს რუსთავში სულ 107 724 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
ცესკოს 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 45,08 %-ს შეადგენდა, რაც რაოდენობრივად 48 565 ამომრჩეველია.