რუსთავში, ქარხანა “რუსელოისში” ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, სილიკონ-მარგანეცის ქარხანის თანამშრომელს, 44 წლის მამაკაცს, ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუართან მუშაობის დროს ფეხი დაუცდა და რეზერვუარში ჩავარდა.
“რუსელოისის” თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. რეზერვუარიდან ცხედრის ამოღება მაშველებმა 1 საათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შრომის დაცვის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: inforustavi