N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” სპეციალური პენიტენციური სამსახურში განუცხადეს.
“N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული. სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს”, _ ამბობენ სპეციალური პენიტენციური სამსახურში.