რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ხმაური და დაპირისპირებაა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი აქტივისტი დააკავეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მთავრობის წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა.
ამასთან დაკავშირებით, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა სამართალდამცავებსა და სხვა აქტივისტებს შორის.