ცნობილი გახდა რომ რუსეთის კინოთეატრების ნაწილმა ბილეთებზე ფასების გაყინვა დაიწყო.
ასეთი გადაწყვეტილება მაყურებლების შენარჩუნების მიზნით არის მიღებული, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ჰოლივუდის მსხვილმა სტუდიებმა რუსეთში საკუთარი ფილმების ჩვენებაზე უარი განაცხადეს.
მკვეთრად შეიცვალა რეპერტუარიც. მაყურებელს რუსეთის კინოთეატრებში შეუძლია ნახოს საბჭოური და უცხოური კინოს კლასიკური სურათები, აგრეთვე ინდური, ლათინოამერიკული და სამხრეთკორეული ფილმები.
მსოფლიოს წამყვანმა კინომწარმოებელმა კომპანიებმა რუსულ კინოთეატრებში საკუთარი ფილმების ჩვენება მარტის დასაწყისში შეაჩერეს.