რუსულ თავდაცვით მრეწველობას არ შესწევს უნარი, იმ ტემპით აწარმოოს საბრძოლო მასალები, რა ტემპითაც მას რუსეთი ხარჯავს,_ ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაშია, ნათქვამი.
“მხოლოდ 10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80-მდე ფრთოსანი რაკეტა გაისროლა, რომელიც ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ქერჩის ხიდის აფეთქების საპასუხო იყო.
რაკეტების დიდი ნაწილი თავდაცვითმა სისტემებმა ჩამოაგდო, თუმცა ათობით ჭურვი კიევსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს დაეცა და მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც იმსხვერპლა“, – ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.