დღეს მსოფლიოს გარშემო უკრაინელებმა გამართეს აქციები რუსული ნაციზმის წინააღმდეგ. სხვადასხვა ქვეყნებს შორის საქართველოც იყო. აქცია პარლამენტის წინ ჩატარდა
“პარლამენტის წინ ჩვენს მარიუპოლელ, ხერსონელ, მელიტოპოლელ, ზაპოროჟიელ, კიეველ და სხვა უკრაინელ მეგობრებთან ერთად გავაპროტესტეთ რუსული აგრესია უკრაინაში. აქცია ნაწილი იყო უკრაინელთა მსოფლიო კონგრესის მიერ დაწყებული კამპანიისა სახელწოდებით „9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე”. კამპანიის მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობას, აღნიშნოს 9 მაისი, როგორც საკუთარი გამარჯვების დღე. ეს დღე მათთვის სირცხვილის დღედ უნდა გადაიქცეს, რადგან რუსეთი უკრაინაში სჩადის ზუსტად იგივე ბოროტებას, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში ებრძოდნენ ადამიანები”,_ ამბობენ აქციის ორგანიზატორები.