რუსული ქვედანაყოფები წვრთნას ბელარუსში გადიან,_ ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
“ეს ქვეყანა აგრძელებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ, უზრუნველყოფს ტერიტორიასა და საჰაერო სივრცეს სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებისთვის.
ბელარუსის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობით იზრდება უკმაყოფილება სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცებს შორის. ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების უკრაინასთან ომში რესპუბლიკის ჩართვის საფრთხის გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.