რუსეთში ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-ამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, მაშველებმა ცეცხლმოდებული 9 სართულიანი შენობიდან 68 ადამიანი გამოიყვანეს, 19 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულებს შორის 3 ბავშვია.
როგორც ცნობილია, სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 სწავლების დროს ჩამოვარდა და საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში ქალაქ იეისკში მოხდა.