რუსულმა ავიაციამ ქალაქები ლუცკი, დნიპრო და ივანო-ფრანკოვსკი დაბომბა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ადგილობრივების თქმით, ლუცკში ოკუპანტებმა იერიში აეროდრომზე მიიტანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაცით, ქალაქ დნიპროში ერთი ჭურვი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ფეხსაცმლის ფაბრიკას დაეცა. დაიღუპა 1 ადამიანი.
ვოლინსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით კი, ავიადარტყმას ლუცკში 2 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 6 კი დაიჭრა.
ივანო-ფრანკოვსკის მერის, რუსლან მარცინკოვის განცხადებით, ოკუპანტებმა იერიში აეროპორტზე მიიტანეს.
[sexy_author_bio]