რუსეთის ბანკებმა ერთობლივად დაკარგეს 1,5 ტრილიონი რუბლი (24,95 მილიარდი დოლარი) 2022 წლის პირველ ექვს თვეში, _ განაცხადა რუსეთის ცენტრალური ბანკის მაღალჩინოსანმა პარასკევს RBC ბიზნეს გაზეთთან ინტერვიუში.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარეგულირებელმა აჩვენა საბანკო სექტორის შემოსავალი მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში უკრაინაში ჯარები გაგზავნა.
რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ტულინმა განაცხადა, რომ ბანკების ზარალის დაახლოებით ორი მესამედი დაკავშირებულია უცხოურ ვალუტის ოპერაციებთან.
თულინმა თქვა, რომ იყო “50%-ზე მეტი შანსი”, რომ ზარალი მთელი წლის განმავლობაში არ აღემატებოდეს 1,5 ტრილიონ რუბლს პირველი ნახევრიდან.
ზარალი კონცენტრირებული იყო უმსხვილეს ბანკებს შორის, – თქვა მან.
ცენტრალური ბანკი არ ელის 2014-17 წლების საბანკო კრიზისის განმეორებას, როდესაც მარეგულირებელს რამდენიმე კრედიტორების გადარჩენა მოუწია და ასობით ცუდად კაპიტალიზებული ბანკისთვის საბანკო ლიცენზია ჩამოერთვა,_ თქვა ტულინმა.