რვა მედალი ჩვენია!- ამ სასიხარულო ინფორმაციას ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
“16 – 17 დეკემბერს ქ. წყალტუბოში , ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში , დავით აფხაზის და კედირ ჯიმშელიშვილის სახელობის რესპიბლიკური ტურნირი, 2011-2013 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა.
ასპარეზობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა მიიღო მონაწილეობა.
შეჯიბრიდან პირველი ადგილი ნიკოლოზ კუტუბიძემ წამოიღო, მათე ცეცხლაძე მეორე ადგილზე გავიდა. გიორგი მათითაიშვილი , დავით მატკავა, ოთარ დარბაიძე კი მესამე ადგილს და ბრინჯაოს დასჯერდნენ. მწრთვნელი კახაბაერ აბაშიძე ოზურგეთი.
ტურნირში ნატანების გუნდმაც იასპარეზა და რომან თოიძემ შინ ვერცხლი, თამაზ აბრამიშვილმა და საბა სუთიძემ ბრინჯაო წამოიღეს. მწრთვნელი ზაზა თოიძე”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.