ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში შუა ხნის მამაკაცი სამუშაოების შესრულებისას დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მას მინის კონსტრუქცია დაეცა. მიღებული მძიმე დაზიანების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „აჭარა თაიმსი“ წერს, სამუშაოების შესრულების დროს მას თავში მინა დაეცა. გარდაცვლილი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან იყო.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

































































