სააღდგომოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებზე პრემიალური ანაზღაურება გაიცა _ თითოეულზე ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით. მთლიანობაში, თანხის ოდენობამ, დაახლოებით, 70 ათასი ლარი შეადგინა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის როლანდ ლაშხიას ინფორმაციით, ეს საკითხი მთავრობასთან შეთანხმებული იყო და ნახევარი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია უკლებლივ ყველა საჯარო მოხელეზე გაიცა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე.
პრემიების გაცემა ლანჩხუთში საშობაოდაც იყო დაგეგმილი თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, მაშინ ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივი ხელისუფლების ეს სურვილი არ დააკმაყოფილა.