https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სააღდგომო ტრადიციები მსოფლიოში

13:04; 29.04.2019
მსოფლიო
Share on FacebookShare on TwitterEmail

გერმანიაში, აღდგომის დღეს, დილით ადრე, ოჯახის უფროსი მთელ სახლში სააღდგომო საჩუქრებს მალავს, დანარჩენები კი გულმოდგინედ ეძებენ.

გერმანიაში პარასკევი და შაბათ-კვირა უქმეა. ტრადიციის თანახმად, გერმანელები დიდ კოცონს აჩაღებენ, ახალგაზრდები კი აღდგომის მისალოცად კარდაკარ სიმღერით დადიან და ტკბილეულს აგროვებენ. ოჯახის უფროსი აღდგომა დილით საჩუქრებს ბალახში ჩამალულ კალათებში აწყობს, რომლებსაც ოჯახის წევრები ერთად ეძებენ.

გერმანელების მთავარი სააღდგომო კერძი შემწვარი თევზია. ამზადებენ სხვადასხვა ფორმის უამრავ ნამცხვარს.

სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ნარცისების თაიგულიც, რომელსაც გერმანელები “სააღდგომო ზანზალაკებს” უწოდებენ. კვერცხების სიმაგრეს კი ასე ამოწმებენ: მიწაზე ორი ღარი გაჰყავთ და კვერცხებს შესაჯახებლად ღარებში აგორებენ.

აღდგომის დღეს პოლონელი მამაკაცები იღებენ წკეპლას და გარეთ გამოდიან. ამ წკეპლას ისინი მსუბუქად ურტყამენ გოგონებსა და ქალბატონებს. მიჩნეულია, რომ ამით გაწკეპლილები ბედნიერებას იპოვიან.

პოლონელები ლამაზად გაფორმებულ საზეიმო სუფრას ძეხვის ასორტით ავსებენ, აუცილებელია

ე.წ. თეთრი ძეხვი, რომელიც ღორის ხორცით, ნივრითა და მუსკატით არის მომზადებული. უფლის აღდგომის სიმბოლოდ სუფრის ცენტრში აუცილებლად ბისკვიტის კრავი დგას. აცხობენ ასევე სააღდგომო ნამცხვარს, “მაზურეკს” – ნიგვზით, ნუშით, ჩირითა და მურაბით.

ეკლესიაში წასვლისას “საკურთხ კალათაში” აუცილებლად დებენ “წარმატების 7 სიმბოლოს”: პურს, მარილს, კვერცხს, ყველს, შებოლილ ხორცს, ნამცხვარსა და პირშუშხას.

 შვედები დარწმუნებულები არიან, რომ აღდგომა დღეს ქუჩაში ბევრი ბოროტი ძალა გამოდის. ამიტომ, მათ დასაფრთხობად კოცონებს ანთებენ. ბავშვები ჯადოქრების სამოსს იცვამენ, კარდაკარ დადიან და ტკბილეულს ითხოვენ.

სახლებს ტრადიციულად ყვითელი, მწვანე და თეთრი ფერის ყვავილებითა და ხელოვნური, ფერადფრთიანი ყვითელი წიწილებით რთავენ. სააღდგომო კვერცხებს კი მუყაოსგან ამზადებენ, რომელშიც ლამაზად შეფუთული კანფეტია მოთავსებული.

ფრანგ ქალებს აღდგომის წინა ორშაბათს ქმრების ცემის ტრადიცია აქვთ – მათ ამისი უფლება ენიჭებათ. მაგრამ, ისევ მათ ინტერესში შედის, რომ მეტისმეტი არ მოუვიდეთ, რადგან სამშაბათს ქმარს „ხელის შებრუნება” უკვე შეუძლია.

საფრანგეთში სააღდგომოდ ხეებს რთავენ. ფრანგები მიირთმევენ ღვინოს, კვერცხის კერძს და ზანზალაკს აჟღარუნებენ. ზანზალაკებს ამაგრებენ ტანსაცმელზე, კარზე, ავტომობილებზე და უწყვეტი კაკაფონიის გამო მთელი ქვეყანა “მუსიკალურ ზარდახშას” ემსგავსება. ბავშვები დილიდან ეზოებში, შეშის გროვაში ეძებენ ტკბილეულსა და შოკოლადის კვერცხებს. მშობლები კი ბავშვებისთვის საჩუქრებს შინ მალავენ. ყველაზე სასურველი ფრთიანი შოკოლადის ზანზალაკის პოვნაა.

მექსიკაში აღდგომის დღესასწაული ორი კვირა გრძელდება, რასაც სახალხო ზეიმისა და სეირნობების სახე აქვს. ქუჩებს გირლიანდებით რთავენ. იმართება კოსტიუმირებული წარმოდგენები, რომლებიც, ძირითადად, ქრისტეს ჯვარცმის სცენებს ასახავს.

ფილიპინებზე აღდგომის დილას ზარების რეკვა იწყება, მშობლები პატარა ბავშვებს ხელში იყვანენ და თავს ზემოთ სწევენ. მათი რწმენით, ამან მათ ბედნიერება უნდა მოუტანოს.

ავსტრალიაში აღდგომა დღეს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ონკანებიდან წამოსულ წყალს. შეყვარებულები მას სპეციალურ ჭურჭელში იღებენ და ქორწილამდე ინახავენ. ცერემონიის დროს კი ერთმანეთს ასხურებენ, ქორწინება მყარი და ხანგრძლივი რომ იყოს.

ავსტრალიაში განსაკუთრებით პოპულარულია შოკოლადის ან შაქრისგან დამზადებული სხვადასხვა ზომის სააღდგომო კვერცხი. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს შემწვარი ცხვრის ხორცი და ტრადიციული სააღდგომო ბეზეს ტორტი კივით, მარწყვით, ანანასითა და მანდარინით მორთული.

ინგლისში ბავშვებს აღდგომა დილით ბალიშის ქვეშ “სააღდგომო ბოცვრის” (ბოცვერი ინგლისელებისთვის ნაყოფიერების სიმბოლოა) მოტანილი საჩუქრები, ძირითადად ტკბილეული ხვდებათ. შემდეგ ბავშვები სააღდგომო კვერცხებს ეძებენ შინ, ეზოში და მეზობლებთანაც. ვინც მეტს იპოვის, პრიზი ერგება.

ინგლისში ასევე ამზადებენ სააღდგომო ნამცხვარს ქიშმიშითა და დაშაქრული ხილით, რომელიც ფერადი კვერცხებითა და სათამაშო წიწილებით არის მორთული. ლანკაშირში ადგილობრივები ერთმანეთს კვერცხების ბორცვიდან დაგორებაშიც ეჯიბრებიან. ვისი გაუტეხავი კვერცხიც ყველაზე ადრე ჩაგორდება ბორცვის ძირას, გამარჯვებულიც ის არის…

ჩეხეთში სააღდგომოდ აუცილებლად აცხობენ “იდაშის” – ყულფის ფორმის მქონე ნამცხვარს, რომლითაც “იუდამ თავი ჩამოიხრჩო”. ძველი ტრადიციით, “იდაშის” თაფლს უსვამენ, რათა წლის განმავლობაში ადამიანი გველმა არ დაკბინოს. ჩეხებს სუფრაზე აუცილებლად აქვთ ბისკვიტის “ცხვარიც”.

იტალიელები  სააღდგომო სუფრისთვის ამზადებენ ბატკანს, ხაჭოიან პიცას. აცხობენ მტრედის ფორმის პასქას და ნუშით ფარავენ. გენუელები კი ამზადებენ ისპანახის ფენოვან ნამცხვარს – “ტორტა პასქუალინას”, რომელიც 33 ფენისგან შედგება – იესოს ცხოვრების წლების შესაბამისად…

ბერძნები აღდგომას ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. სუფრაზე თავდაპირველად მიირთმევენ ცხვრის ხორცითა და კვერცხით დამზადებულ და ლიმონით შეზავებულ წვნიან “მაიერიცას”. ასევე აცხობენ ტკბილ პურს – “ჩურეკს”, რომელსაც წითელი კვერცხებით რთავენ, ხოლო დესერტად ნიგვზიან ნამცხვარს – “ბაქლავას” აყოლებენ…

ბულგარეთში ტრადიციული ბატკნის კერძის – “დრობსარმას” გარდა, სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეულის სალათა, წითელი ღვინო და ტკბილი ნამცხვარი – “კოზუნაკი”, ანუ პასქა, რომელიც ბევრი ვანილით არის შეზავებული. სუფრასთან პირველად ბავშვები სხდებიან.

გაზიარება4Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16 სექტემბერი, 2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15 სექტემბერი, 2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

08:27; 15 სექტემბერი, 2026
მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14 სექტემბერი, 2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

04:46; 14 სექტემბერი, 2026

ნიკო ლეკიშვილი და სააღდგომო კვერცხები

აღდგომა საქართველოში

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო