ბოლო ორი დღეა, ოზურგეთში, თხილის მიმღებ პუნქტებთან, ადგილობრივი მცხოვრებლებითხილით სავსე ტომრებით გამოჩნდნენ. იქვე, ძველებურად, თვითნაკეთი სატეხით ამოწმებენ თხილის გულის ვარგისიანობას.
_ ათიდან სამია მხოლოდ ვარგისი. გავტეხოთ თავიდან კიდევ ათი ცალი თუ აიღებ ერთ თხილის გულში 75 თეთრის ანგარიშით? _ ეკითხება მყიდველი თხილის პატრონს.
_ანუ, ორლარნახევარიც არ მომიწევს? ეჰ, თხილის ღენჭეპო მაინც იჭმევოდეს. გარედან შეხედავ, პრიალებს, გატეხავ, ფშუტურაა. გატეხე თავიდან ათი ცალი,- თანახმაა თხილის პატრონი მეორე ცდაზეც…
საბოლოოდ ათიდან ოთხი თხილის გული აღმოჩნდა საღი. შესაბამისად, ერთი კილოგრამის ფასი სამ ლარი დაადგინეს.
ზოგი მოქალაქის თხილი საერთოდ არ მიიღეს, რადგან გატეხილი მარცვლებიდან არც ერთს არ აღმოაჩნდა საღი გული…
ავტორი




























































