საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები შესამცირებელია, ხოლო ავტომობილების ტექდათვალირება ნებაყოფლობითი უნდა იყოს.
“თავის დროზე, მე გავაუქმე ავტომობილების ტექდათვალიერება და ახლაც ვაპირებ, რომ ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას. უნდა დავტოვოთ მხოლოდ ნებაყოფლობითი ტექდათვალიერება და მისი წახალისების მიზნით, ისიც უფასოდაა გასაკეთებელი.
ასევე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მთავრობამ მკვეთრად გაზარდა, ყველგან კამერები აყენია და ძალიან ხშირად და დიდი თანხებით აჯარიმებენ. ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი. ეს არის საბიუჯეტო ყაჩაღობა, რომელიც დასასრულებელია”,_ წერს სააკაშვილი.