უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და შესაძლო ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, მოლოდინი იმისა, რომ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დადგეს, არსებობს. მჟავანაძის თქმით, სააკაშვილის დაკავების შემდეგ, უამრავი სისხლიანი დანაშაული გაიხსნება, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ჟვანიას საქმე.
,,მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულია გამოძიება სხვადასხვა მუხლით. საქართველოს მხრიდან გაგზავნილია ექსტრადირებაზე მოთხოვნა. უბრალოდ, უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, დასთანხმდება თუ არა მოთხოვნას. როგორც ვიცი, სააკაშვილს სხვადასხვა მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. მათ შორის, საუბარია სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით. სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გადმოსცეს, არსებობს. ვიცით, საქართველო და უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებია და ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები აუცილებლად შეთანხმებული იქნბა აშშ-თან, ამიტომ აპელირება იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებით საქართველოს რაიმე ჩრდილი მიადგება, არარეალურია. სააკაშვილს, ფაქტობრივად, გამოტანილი აქვს განაჩენი, რაც ვიზირებულია შეერთებული შტატების მიერ. საქართველოს ექსპრეზიდენტის ციხეში ჩაჯდომით ბევრი დანაშაული გაიხსნება, მათ შორის, პრემიერ–მინისტრ ჟვანის საქმე. სწორედ, ამ ადამიანის ნება-სურვილით ხდებოდა უამრავი სისხლიანი დანაშაული. რაც ახლა უკრაინაში ხდება, სირცხვილია. სააკაშვილი თუ მართალია, უნდა წარსდგეს უკრაინის სასამართლოს წინაშე, სახურავზე კი არ უნდა აძვრეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამგვარი საქციელი სამარცხვინოა! ეს ადამიანი კურდღელია, იმიტომაც ღეჭავდა გალსტუხს. დაინახავთ, როცა სააკაშვილი ციხეში აღმოჩნდება, როგორ დაფქვავს ყველაფერს“, _ განცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.