საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს:
_ მარგველაშვილი არის ლაჩარი, რომელმაც ჩამომართვა მოქალაქეობა. თუ ელემენტარული ვაჟკაცობა აქვს, თუ ელემენტარული რაღაც მაინც აქვს გატოკებული დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. მათ მომისაჯეს სასჯელები, მათ ამიკრძალეს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა.
სამწუხაროდ არასამთავრობო ორგანიზაციები გაიყუჩნენ. სად არის ეს ხალხი, რატომ არ იღებს ხმას, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს არ უშვებენ საქართველოში. რატომ არ იღებენ იმაზე ხმას, რომ არ მაძლევენ უფლებას არჩევნებში მონაწილეობის. რატომ არ იღებენ ხმას იმ დარღვევებზე, რომელიც მოქალაქეობის ჩამორთმევისას იყო გაკეთებული. ეს არის სამართალი? ეს არის ობიექტურობა?
ჩემს და ქართველ ხალხს შორის ვერ იქნება ვერც ივანიშვილის ფილტრი, ვერც წულუკიანის ფილტრი, ვერც არასამთავრობოების ფილტრი. გაიწიონ ყველა.
არაფერი არ მაქვს ცარიელი ხელების და ჩემი რეპუტაციის გარდა. შემომიშვით საქართველოში და განახებთ ვისი ეშინიათ და ვისით დააშინებენ ხალხს.
შემომიშვით და მერე ვნახოთ, _ განაცხადა სააკაშვილმა რუსთავი 2_ის ეთერში.
მისივე თქმით, თუ მას საქართველოს მოქალაქეობას დაუბრუნებენ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და აუცილებლად მოიგებს კიდეც.
_ ჩამომიშვით საქართველოში და ნახეთ ვის დახვდება მილიონობით ადამიანი და ვინ მოიგებს არჩევნებს, _აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, საქართველოში შემოშვების შემთხვევაში, ის, “ერთ წუთში დაალაგებდა” ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.