“მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ მის “ბუტკაში” ქართველი ხალხი აღარ ეტევა. ძალიანე ბევრია უკვე უკმაყოფილო და აზრზე მოსული.” ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის, არჩევნების დაკვირვებისთვის და მას შემდეგ რაც ესენი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი ერთად ასობით ათასი, ქუჩაში დგომისთვის, დღეების, კვირების, თვეების, მშვიდობიანად მანამ სანამ არ ვაიძულებთ მათ არ აღიარონ ქართველი ერის არჩევნები.
ბოლოს და ბოლოს ვინ გყავთ მათ 2500 – 3000 რობოკოპი, ასეულობით ბანდიტო, შეიძლება ორი ათასიც და მათ აქვთ თავხედობა. ჩვენსა და ჩვენს გამარჯვებას შორის ვერ დადგება რამდენიმე რობოკოპი. ჩვენ მილონები ვარ. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად საკუთარი თავის დაცვისთვის და იმისთვის რომ გამარჯვება ვიზეიმოთ.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.