“მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყველა აუცილებელ მხარდაჭერას მიიღებს, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა” _ ამის შესახენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა.
“სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა. ჩვენს მას შესაბამის მხარდაჭერას გამოვუცხადებთ.
დღეს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადდება ჩვენი დაბარების საფუძველზე.
ჩვენ უკრაინის ყველა მოქალაქეს ვიცავთ, როცა ის გასაჭირში აღმოჩნდება“, _ თქვა კულებამ.