მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ,_ აღნიშნული განცხადებაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
“არანაირი განსაკუთრებული საფრთხე მის ჯანმრთელობას არ ემუქრება. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის ექიმების მხრიდან, იღებს შესაბამის წვენებს, საკვებ ნივთიერებებს, ფაფებს. გამომდინარე აქედან, მისი ჯანმრთელობა სრული კონტროლის ქვეშ არის. რა თქმა უნდა, ის, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ითხოვს სააკაშვილი ციხიდან იქნას გამოყვანილი, ეს არის მათი მიზანი და არა მისი ჯანმრთელობა და სხვა პარამეტრების მდგომარეობა. მისი ციხიდან გამოყვანა არ მოხდება, გამომდინარე აქედან, ყოველგვარი ულტიმატუმი, რა თქმა უნდა, აზრს მოკლებულია,”- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.