ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში.
“სააკაშვილის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას. აქ არის მხოლოდ მორიგე პერსონალი. მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ პაციენტის ეს მდგომარეობა მართული იყოს.
შესაბამისად აუცილებელია გადაყვანა. ჩვენს ექიმებს არ მიეცათ საშუალება რომ შეემოწმებინათ სააკაშვილი. მხოლოდ მე შევამოწმე და ენდოკრინოლოგმა. არის ცერებროორგანული დისფუნქცია. ამჟამადაც არის გამოხატული ამის ნიშნები. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში, საჭიროებს ისეთ მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს – როგორიც არის MRI, სამი ტესლა აპარატზე. აქ სიტუაციას ვერ ფლობენ ექიმები”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.