„მიტროპოლიტების მიერ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმოწერა არ წარმოადგენს საპატრიარქოს პოზიციას“, – განაცხადა საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ.
‘’ძირითადად თქვენი ტელევიზიებია, რომლებიც აპირისპირებს ადამიანებს და ჩვენ გვეკითხებით ახლა შერიგებაზე?! თქვენ სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული; დღეს ითხოვთ, რომ საპატრიარქომ პოლიტიკური რაღაცა… ზოგჯერ გვიწევს ჩარევა პოლიტიკურ პროცესში პირდაპირ თუ არაპირდაპირ“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის: მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც, საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, ხელს წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.