ახალი წელი უმრავლესობა ჩვენგანისთვის ყველაზე სასურველი და ხალისიანი დღესასწაულია, ჩვენივე დაბადების დღის შემდეგ… ეს დღე პლანეტის მოსახლეობის 93 პროცენტისთვის უდიდესი მოვლენაა. სხვათა შორის, მსოფლიოს მხოლოდ 61 პროცენტი აღნიშნავს მართლმადიდებლურ აღდგომას, 47 პროცენტი კი – შობას.
წინასაახალწლო განწყობა ადამიანების მხოლოდ 11 პროცენტს ეუფლება ადრევე და ამ 11 პროცენტში უმრავლესობა ქალია. კაცებს საერთოდაც აფრთხობთ წინასაახალწლო აურზაური. ძნელია, თავი გაართვა საჩუქრებს.
გულახდილი იყავით და თქვით, თავად თუ იცით, რისი მიღება გაგიხარდებოდათ საჩუქრად ახალი წლის ღამეს. ამიტომაც, მერე პრეტენზიები ნუ გექნებათ. რა ქნან მამაკაცებმა, თუკი ისინი საჩუქრების ტრადიციულ ვარიანტებს ირჩევენ.
ამ სიაშია სუვენირები – 45 პროცენტი, ტკბილეული – 50 პროცენტი, წიგნები – 2 პროცენტი, წინასწარ შეკვეთილი საჩუქარი, ძირითადად ძვირფასეულობა – 3 პროცენტი.
თქვენ შეგიძლიათ, რამდენიმე ხნით ადრე, ნელ–ნელა შეაპაროთ, რას ისურვებდით საჩუქრად ახალი წლის ღამეს, მერე გული რომ არ დაგწყდეთ. დღესასწაულის მოახლოებისას კი, აუცილებლად შეახსენეთ, ისე, ყოველი შემთხვევისთვის.
ავტორი