დღეს, ოზურგეთში, ერთი კილოგრამი ყველი 18 ლარი ღირს. ხუთიდე დღის წინ ერთი კილოგრამი 16 ლარი ღირდა, შემდეგ კი _ 17.
_ყველის ფასს ყოვედღე ერთი ლარით ზრდიან. თუ ასე გააგრძელეს, ახალ წლამდე ერთი კვირა დარჩა და სულ ცოტა, ალბათ, ერთი კილოგრამი 25 ლარი ეღირება. გამოსული ვართ, რომ ორიდე კილოგრამი ვიყიდოთ და გადავმალოთ საახალწლო სუფრისთვის, _ ამბობენ ბაზარში პროდუქტის საყიდლად გამოსული ქალბატონები.
კვლავ ძვირი ღირს ინდაური და გოჭი. ერთი ზომიერი ინდაურის ფასი, წონის გარეშე, 80 ლარიდან იწყება. ზოგიერთს 120 ლარსაც აფასებენ. ცოცხალი გოჭი კილოგრამების მიხედვით იყიდება, რომლის ფასიც 16 ლარია. სოფლის ქათმის კვერცხი, ერთი ცალი 70 თეთრი ღირს.
_1 ლარი უნდა ღირდეს ერთი ცალი კვერცხი. მარკეტებში რომ საიდანღაც ჩამოტანილი კვერცხი, ათცალიანი კონტეინერი 5 ლარი ღირს, ის სჯობს? _ ბრაზობს ლიხაურელი ქალბატონი, რომელიც გვეუბნება, საშობაოდაც ვერ შევინახე, ახლან დაიწყეს ქათმებმა კვერცხის დება და ბაზარში გამოვიქეცი, რომ რაღაც მაგიერი ვიყიდოოო.
ახალ წლამდე ზუსტად ერთი კვირა დარჩა. ხალხმრავლობა ნაკლებადაა ქუჩებში, ფასები კი მაღალია.
ბაზარში მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ სოფლის პროდუქტზე მომდევნო დღეებში ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.
ავტორი