რატომ არიან ადამიანები ახალი წლის დღესასწაულის წინ ნერვიულები და გაღიზიანებულები?! ხშირად ურთიერთობებიც უმწვავდებათ ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან. იქნებ ეს განახლების სურვილია? ან იქნებ მთელი წლის გადაღლილობა დღესასწაულის წინ იჩენს ხოლმე თავს?!
მაშინაც კი, როცა მთელი წელი წარმატებულია, ჩნდება იმის საფრთხე, რომ წლის ბოლოს, როცა შინაგანად განწყობილები ვართ წლის შესაჯამებლად, დაძაბულობამ პიკს მიაღწიოს.
სხვათა შორის, მამაკაცის ნატურა ისეა მოწყობილი, რომ ის სპონტანურად, გაუაზრებლად, უმიზეზოდ, თითქმის არაფერს აკეთებს. ასეთი აზროვნება აქვთ და ვერაფერს გააწყობ. თანაც, კაცი ყოველთვის იტოვებს უკან დასახევ გზას, რასაც ქალი არასოდეს აკეთებს. ბუნებრივია, ამით ვნებს საკუთარ თავს. უკომპრომისობა საკუთარ „მესთან“ იწვევს იმას, რომ ნელ–ნელა გაღიზიანება გროვდება. ბოლოს კი, იფეთქებს ხოლმე, სამწუხაროდ, ზუსტად დღესასწაულების წინ.
ფსიქოლოგები ამას საახალწლო სინდრომს უწოდებენ. კრიზისი სადღესასწაულო დღეებში რომ არ დადგეს, ყოველთვის ბოლომდე თქვით სათქმელი. ნუ დაიგროვებთ, დაიგუბებთ წყენას, რომელსაც ყველაზე შეუფერებელ მომენტში ამოაფრქვევთ. სიტუაცია წინასაახალწლოდ რომ არ გამწვავდეს, აჯობებს, მანამდე „დაიცალოთ“ ნეგატიურისგან, რათა აივსოთ პოზიტივით, რომელსაც უხვად გვჩუქნის ახალი წელი.
ავტორი