წინასაარჩევნოდ, მოსახლეობა ყოველთვის ხედავს არჩევნებში მონაწილე ამა თუ იმ პარტიის კანდიდატთა პლაკატების სიუხვეს. მათ შორის, ყველაზე მეტი მათი პლაკატებია, ვისაც ყველაზე მეტი ფული აქვს. ამ კუთხით კი, ყოველთვის მმართველი პარტია გამოირჩევა. შემდეგ მოსდევს ოპოზიციიის, დამოუკიდებელი თუ „დამოკიდებული“ კანდიდატების პლაკატები.
მთავარი ისაა, ვინ როგორ ასრულებს, ამ წლების მანძილზე წინასარჩევნოდ, მომავალ კეთილდღეობასავით დაპირებულ თუ დათქმულ ვალდებულებას – რომ არჩევნების შემდეგ ჩამოფხეკენ, გაწმენდენ ფასადებს, ხეებს, მოაჯირებს, მოსაცდელი ფარდულების კედლებს, სადაც, როგორც ხალხი ახლა საუბრობს, „თავიანთი პლკატები მიატყეპეს.“
ოზურგეთის მერობის კანდიდატთა პლკატები დღესაც უხვადაა კედლებზე, მოსაცდელებში, ფასადებზე… არავის უფიქრია „დასჯილი “ მრავალწლოვანი ხეების გასუფთავება, რაც ყველაზე უსიამო სანახავია.
კანდიდატთა შორის, მხოლოდ მმართველი პარტიის გამარჯვებული კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის წარმომადგენლობამ დაანონსა და შემდეგ პლაკატებისგან ფასადების გასუფთავების პროცესიც დააფიქსირეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის, ეს ყველაფერი მხოლოდ ცუდი პიარ-აგიტაციაა. უმეტესობა პლაკატებისა, მაინც მოსაცდელებშის კედლებზე, ბორდიურებზე, ხეებზე თუ სხვადასხვა ფასადებზე მოჩანს.
დანარჩენი მერობის თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატების პლაკატები (ჩამოხეული თუ დაუზიანებელი) ასევე „სუფევს“ მუნიციპალიტეტის სივრცეში არსებულ ფასადებზე, ხეებზე და ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება.
ისევე, როგორც ორი, სამი თუ ხუთი წლის წინანდელი საარჩევნო პლკატები, ( თუ ნარჩენები), რაც ჩვენმა ობიექტივმა დააფიქსირა.
[sexy_author_bio]