“ნაციონალური მოძრაობის“ ჩოხატაურის რაიონული შტაბიდან გვაცნობეს, რომ დაბლაციხის უბანზე ირღვევა 100-მეტიანი დისტანცირების წესი.
მათი თქმით, ჩოხატაურში დაბლაციხის უბანზე, კენჭისყრის შენობიდან 30-მეტრში დგას “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი გოჩა ჯიქია და უბანზე მომსვლელებს ესაუბრება.
“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ დარღვევის ფოტო ან ვიდეოგადაღება ვერ მოახერხეს და შესაბამისად, საჩივარიც არ დაუწერიათ.
[sexy_author_bio]