ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საარჩევნო უბანზე “ნაცმოძრაობის“ წევრი დავით მჟავანაძე იმყოფებოდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა.
“საარჩევნო უბანზე პირდაპირ მიმდინარეობდა სიების გავლა. “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმ შენობაში იმყოფებიან, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული და მათ აქვთ სიები. ეს კანონდარღვევა არ არის, მაგრამ ესენი საარჩევნო უბანში არ უნდა იმყოფებდონენ“, – ამბობს დავით მჟავანაძე.
ამასთან დაკავშირებით “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა საჩივარი უკვე დაწერა.