საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება სპორტული აღნაგობის, უცხო პირთა აქტიური გადადგილება, _ _ ამის შესახებ ოზურგეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო ქათამაძემ “გურია ნიუსთან” პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ნასაკირალის საარჩევნო უბანზე რაიმე სახის სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ აქვს და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„რაიმე სახის სერიოზულ დარღვევაზე საუბარი ზედმეტია, ამომრჩეველი მშიდ ვითარებაში ახდენს საკუთარი ნების გამოხატვას. ერთადერთი, რაც შემიძლია აღვნიშნა, არის ის, რომ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება სპორტული აღნაგობის, უცხო პირთა აქტიური გადადგილება. ისინი უბნის ახლოს ჯგუფ-ჯგუფად დადიან, რაც, დიდი ალბათობით, მოსახლეობაში შიშის დანერგვას ემსახურება. კონკრეტულ ქმედებებს არ ახორციელებენ, ჯგუფ-ჯგუფად დადიან უბნის ახლოს და ძალის დემონსტრირებას ახდენენ, რაც ამომრჩეველში შიშს თესავს“, – აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ბესო ქათამაძემ.