საარჩევნო უბნიდან ენმ-ს დამკვირვებელი გააძევეს. შემთხვევა ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მეოცე უბანზე მოხდა. როგორც უბნის თავმჯდომარე აცხადებს, ენმ-ის დამკვირვებელი ანი შონია ნაკადის მომწესრიგებელს საქმიანობაში ხელს უშლიდა. მიუხედავად სამი გაფრთხილებისა, პროვოკაციები არ შეწყვიტა და უბნიდან გაძევების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
თავად შონია, ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის უბნიდან უსამართლოდ გააძევეს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. სულ 3 მილიონ 528 ათას 658 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გახსნილია 30703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ცესკოს გადაწყვეტილებით, ეს უბნები ღამის 12 საათამდე იმუშავებს, ვინაიდან საზღვრებს გარეთ დღეს სამუშაო დღეა.
ადაბტირებულია 1268 საარჩევნო უბანი.
არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.
წყარო: იმედინიუსი