“გუშინ უკვე სააშკარაოზე გამოვიდა დიდი დაპირისპირება პატრიარქის კარზე, გამოდის, რომ პატრიარქის მილოცვა შორენა თეთრუაშვილმა გააყალბა.
ფაქტია ისიც, რომ ილია მეორე ნამდვილად მძიმე მდგომარეობაშია და მის ზურგს უკან,მისი სახელით ბევრი რამ შეიძლება მოხდეს! მაგ. გაყალბდეს ანდერძი!
სინოდიც კი აღარ იკრიბება !
საშობაო ეპისტოლე ვისი სახელით გამოქვეყნდება?
დღეს უწმინდესის დაბადების დღეა-ვულოცავ”, _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნაისტი ელისო კილაძე.





























































