“გურია ნიუსისთვის” სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. წყაროს ინფორმაციით, ავტომობილში დედა და შვილი იმყოფებოდნენ.
“საავადმყოფოში მიდიოდნენ, დედა მიჰყავდა თურმე ტაქსით. შვილი და მძღოლი ადგილზე დაღუპულან, დედა კი საავადმყოფოში”.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილები სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან არიან.
შეგახსენებთ, რომ უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში, რომლის დროსაც მსუბუქი ავტომანქანა ტაქსის შეეჯახა, დღეს დილით მოხდა.