ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან კოვიდპაციენტი გაიქცა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ცნობილია, რომ პაციენტმა, შუა ხნის ქალმა, რომელსაც ინტოქსიკაცია, მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა, საავადმყოფოს გამოკვლევებისთვის მიმართა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი, მედპერსონალის მოწოდებებს არ დაემორჩილა და კლინიკიდან გაიქცა.
გაქცეული პაციენტი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ დააკავეს. ის ამჟამად ანაკლიის სასტუმროში გადაჰყავთ.
წყარო: მთავარი არხი