შპს მედალფას კლინიკური დირექტორის, დავით მდინარაძის ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოს წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან” ჭრილობები თავiს არეში აქვს მიყენებული.
_ სამი მცირე ზომის ჭრილობა აქვს თხემის არეში. აქედან ერთ ჭრილობაზე ერთი ნაკერი დაადეს, _ გვითხრა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე საკრებულოს შენობაში “ქართული ოცნების” წევრებმა სცემეს.
როგორც ქათამაძემ გურია ნიუსს უთხრა, მას დეპუტატებმა მისვლა სთხოვეს და მივიდა. ოთხაში კი სადაც მმართველი ფრაქციის წევრები ინყოფებოდნენ, საქმე გაურჩიეს და თავში უკანა მხრიდან ჩაარტყეს.
_ ლაჩრულად, ზურგიდან დამესხენ თავს, _ აღნიშნავს ქათამაძე.