საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა და 71 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ცეცხლი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ოთახში გაჩნდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, საავადმყოფოს შენობაში ხანძრის გაჩენის დროს 200-მდე პაციენტი იმყოფებოდა.
შემთხვევა სამხრეთ კორეაში, სეჯონგის საავადმყოფოში მოხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.