საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ101-კმ162 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.































































