სოფელ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“07 მარტს გამთენიას, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე სოფ. მარელისთან, საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა ჩაანგრია სახიდე გადასასვლელი და საავტომობილო ხიდი დაეცა სარკინიგზო გზას.
ამ ეტაპზე, სპეციალური ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს, არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობენ სპეციალისტები და აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება”,_ აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.