ლიტერატურული პრემია “საბას” ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა.
74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:
- ბაჩანა ჩაბრაძე, ალფრედ ჟარისა და გიიომ აპოლინერის „პატაფიზიკა სცენაზე“ (არილი)
- გიორგი კახიშვილი, ჰესიოდეს „სამუშაონი და დღენი“ (არილი)
- გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი (წიგნი მესამე)“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- გიორგი ხარაიშვილი, ელიზაბეტ სტრაუტის „ოჰ, უილიამ!“ (პალიტრა L)
- ლისაბედ (დოდო) ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ალეფი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ (დიოგენე)
- თამარ ლომიძე, ჰანა არენდტის „აიხმანი იერუსალიმში“ (დიოგენე)
- თეა შურღაია, ირაჯ ფეზეშქზადის „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (დიოგენე)
- კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „დაუდგომელნი“ (ინტელექტი)
- მაია ფანჯიკიძე, თომას ბერნჰარდის „ძველი ოსტატები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- პაატა ჯავახიშვილი, დავიდ დიოპის „სულიერი ძმა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკას „დღიურები“ (ალეფი
- ხათუნა ცხადაძე, იტალო კალვინოს „ობობას ბუდეების ბილიკი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
|